მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  ივნისი  2018

    შვედეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის ნებართვა გასცა

    შვედეთის ხელისუფლებამ თავის ტერიტორიულ წლებში გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

    ამასთან, შვედეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ამ პროექტისადმი, რადგან ის შესაძლოა ევროკავშირის და მისი კანონმდებლობის მიზნებს შეეწინააღმდეგოს.

    ახალი გაზსადენის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გასცეს გერმანიამ და ფინეთმა. შესაბამისი გადაწყვეტილება ახლა უკვე მხოლოდ დანიამ და რუსეთმა უნდა მიიღონ.

    პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ახალი 1200 კილომეტრის სიგრძის ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს რუსეთის საანპიროებიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე და ის „ჩრდილოეთის ნაკადის“ პარალელურად იმუშავებს. ამ პროექტს რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება, მათ შორის უკრაინა და აშშ.

    18 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის რეალიზაციაში მონაწილე ქვეყნებს სანქციებით ემუქრება.

    სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ნაციონალურ უსაფრთოებაა, შტატებში ვარაუდობენ, რომ მილსადენის მარშრუტზე რუსეთმა შესაძლოა ჯაშუშური მოწყობილობა დაამონტაჟოს.

     


პარტნიორები