სიახლეები
-
07 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
გარდაბნის თბოელექტროსადგურის 2 -ის ძირითადი აგრეგატები უკვე საქართველოშია
გარდაბნის თბოელექტროსადგურის 2 -ის ძირითადი აგრეგატები უკვე საქართველოშია.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, ფოთიდან გარდაბანში სამშენებლო მოედანზე გაზის ერთი ტურბინის ტრანსპორტირება უკვე განხორციელდა. რაც შეეხება მეორე ტურბინას, მისი ტრანსპორტირება ამჟამად მიმდინარეობს და “გარდაბნის თბოსადგური 2“ -ის ტერიტორიაზე 12 ივნისს იქნება. ტვირთის დიდი გაბარიტების გამო, გაზის ტურბინების ტრასპორტირება ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს.
230 მგვტ სიმძლავრის გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად შერჩეული ჩინური კომპანია - China Tianchen Engineering Corporation (TCC).
პროექტის დასრულება 2019/2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. თბოსადგური აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით.