მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  ივნისი  2018

    როგორი იქნება თბილისის განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი? (ფოტოები)

    თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი განახლებული სახით სტუმრებს 2020 წლისთვის მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ ობიექტის ერთ-ერთმა მფლობელმა „მეიდან ჯგუფის დირექტორმა ქეთევან ხუროძემ განუცხადა.


    მისი ინფორმაციით, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ბალნეოლოგიური კურორტის სრულყოფის მიზნით, შპს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრ-ში სოლიდური ინვესტიციები ხორციელდება.

     



    როგორც ქეთევან ხუროძე აცხადებს, შპს „იალონმა 2017 წელს აღნიშნული ობიექტის პრივატიზაციით მთელი რიგი ვალდებულებები აიღო, მათ შორისაა: არსებული კრედიტორული დავალიანებების (ასეულ ათასობით), მათ შორის სახელფასო და საგადასახადო დაფარვა; ყველა არსებული სამედიცინო პროგრამის შენარჩუნება; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საბავშვო-სამედიცინო პროგრამებს და მეტად ადაპტირებული გახდება შშმ პირებისათვის.


    როგორც ცნობილია, შპს „იალონმა 3 წლის განმავლობაში ჯამში 10 მილიონი ლარის (8 000 000 ლარის + დღგ) ინვესტირება უნდა განახორციელოს.

    მისი განცხადებით, აღნიშნულ ვალდებულებებს კომპანია „იალონი“ ეტაპობრივად ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, სრულად გასტუმრებულია სახელფასი და საგადასახადო დავალიანებები.

    მისივე განცხადებით, შენობის რეკონსტრუქცია გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. კერძოდ, შეთანხმებულია ახალი პროექტი და დაწყებულია სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ხურიძის განმარტებით, უკვე გამოცხადებულია შიდა სამშენებლო სამუშოების წარმოებაზე ტენდერები. გარკვეულ მიმართლებებზე კი სამუშოები უკვე დაწყებულია.





    როგორც ხუროძე აცხადებს, პროექტის ფარგლებში იგეგმება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის გაფართოებაც. დაგეგმილია, ობიექტის ერთი სართულის დამატებაც.

    „სამედიცინო მიმართულების კუთხით დაემატა სერვისები და განახლდა აპარატურა. ამ მიმართულების განვითარებაში სოლიდური თანხები ჩაიდო. ყველაფერი ეს აისახა შემოსავლების ზრდაზე“-აცხადებს ხუროძე.

    ასევე, იგეგმება ბალნეოლოგიური კურორტისთვის აუცილებელი სანატორიუმის ტიპის სასტუმროს ნომრების (100-ზე მეტი) შექმნა. ხუროძე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო ბრენდის ოპერატორებთან.


    ის, თუ რომელი საერთაშორისო ბრენდი შეიძლება შემოვიდეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ოპერატორად, ამას ხუროძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ სამუშოები ამ მხრივ აქიურ ფაზაშია.





    მისი განცხადებით,სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისას ბალნეოლოგიური კურორტი უწყვეტად ფუნქციონირებს. ხუროძე აცხადებს, რომ ძალიან დიდი ინტერესია ტურისტების მხრიდან. „თითქმის ყველა ტურისტული სააგენტო მუშაობს ჩვენზე. გვიკავშირდებიან როგორც ადგილობრივები,ისე უცხოელები“-აცხადებს ხუროძე.

     

    „კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რამდენ ხანში შეიძლება იყოს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მომგებიანი, ხუროძე განმარტავს, რომ მენეჯმენტში მათი მისვლისას შემოსავლები იყო დღევანდელთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები. „დასკვნას თქვენც გამოიტანთ. სწორი მენეჯმენტი და ფინანსური სახსრების სწორი განაწილება შემოსავლების ზრდის პირდაპირპროპორციულია“-აცხადებს ხუროძე.


    საქართველოს მთავრობამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის 100 პროცენტი კომპანია იალონს 2017 წელს გადასცა. კომპანია ასევე ვალდებული იყო ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა 2 357 234 ლარი გადაეხადა.

     

    შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, დირექტორი კი 2000 წლიდან მოყოლებული ნიკოლოზ სააკაშვილი იყო.. შპს „თბილისი-SPA-ში ამჟამად 86 ადამიანია დასაქმებული. 2014 წელს კი კომპანიის შემოსავალი 620 000 ლარზე მეტი იყო. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.




    დღეს ხუროძე აცხადებს, რომ 2018 წლის 1 აპრილიდან კურორტს გენერალური მენეჯერი ლაშა ქევანიშვილი მართავს. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნიკოლოზ სააკაშვილი პენსიაზე გავიდა და ის კომპანიაში აღარ მუშაობს.

     

     

     


პარტნიორები