სიახლეები
-
06 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისის მერია დედაქალაქის გამწვანებაში 4 603 939 ლარს გადაიხდის
თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გამწვანებისთვის დასარგავი ხე-მცენარეებისა და დეკორეტიული მცენარეებში თბილისის მერია 4 603 939 ლარს გადაიხდის. დაფინანსება 2018-2019 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მოხდება.
ტენდერი დღეს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 15 ივნისს დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება.
სამუშოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ მიმწოდებელი ვალდებულია დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღეში უზრუნველყოს ნერგების დარგვის დაწყება. ხელშეკრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დარგული ნერგი 100%-იანი გახარებით საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს შემსყიდველს ხელშეკრულების დასრულებისას.ტეგები