მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  ივნისი  2018

    ინფრასტრუქტურის სარეიტინგო სიაში 136 ქვეყანას შორის საქართველო 76-ე ადგილზეა

    მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის ინფრასტრუქტურის ინდექსის მიხედვით, კვლევის მონაწილე 136 ქვეყანას შორის საქართველო 3.2 ქულით 76-ე ადგილზეა. რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები (5.7), ხოლო ბოლოს – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იკავებს (1.8).

    მოცემული ინდექსი აერთიანებს როგორც სახმელეთო, საჰაერო და საპორტო, ასევე ტურისტული სერვისების ინფრასტრუქტურას. შეფასება ხდება ეკონომიკის ყველა სფეროს ინფრასტრუქტურის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მაჩვენებელზე დაყრდნობით.

    ამავე კვლევის 2013 და 2015 წლების შედეგების გათვალისწინებით, საგზაო ინფრასტრუქტურის პოზიტიური შეფასების მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ ტენდენციურად მზარდია.

    მოსახლეობა ყველაზე პოზიტიურად ავტომაგისტრალების მდგომარეობას აფასებს (89%), ყველაზე ნეგატიურად კი დასახლების შიდა გზებს (43%). რა თქმა უნდა, შიდა გზების მდგომარეობა განსაკუთრებულად სოფლის მცხოვრებლებს აწუხებთ.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები