სიახლეები
-
04 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის II ჩიხში ამორტიზებული ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
ფრიდონ ხალვაშის II ჩიხში ამორტიზებული ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია გრუნტის ამოღებისა და ხიდის ერთი კედლის ჩამოსხმის სამუშაოები.
მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მეორე კედლის ჩამოსასხმელად, რის შემდეგაც დაიგება ფილა და ხიდის ირგვლივ მოეწყობა 18 გრძივი მეტრი დამცავი კედელი.
ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.
პროექტის ღირებულება - 90 ათას 627 ლარი.ტეგები