მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  მაისი  2018

    ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

    მალე კარიერის დასახლება მოწესრიგებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით, კეთილმოწყობილი ქუჩებით, განაშენიანებული სკვერებით უფრო მიმზიდველი გახდება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ინვესტორებისთვისაც.

    დასახლებაში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა გასულ წელს მოწესრიგდა, ამ ეტაპისთვის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

    ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ფიროსმანისა და ლეონიძის ქუჩებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები.

    ინფრასტრუქტურული ღონისძიების გგანსახორციელებლად მერია 798 888 ლარს დახარჯავს. დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა სამომავლოდაც გაგრძელდება.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები