მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  მაისი  2018

    m2 სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობით ახალი ტიპის შემოსავალს ელის

    m2- უძრავი ქონებამ 2017 წელს 22.58 მლნ ლარის სრული შემოსავალი მიიღო, 2016 წელთან შედარებით 3.8 მილიონით ნაკლები, მიუხედავად იმისა, რომ წლის მოგება 2-ჯერ მეტი იყო 23.6 მლნ, ნაცვლად 2016 წელს მიღებული 10.9 მილიონისა.

    მარაგებში არსებული უძრავი ქონების გაყიდვიდან 2017 წელს მიღებულმა შემოსავალმა 92.64 მლნ ლარი შეადგინა, წმინდა საიჯარო შემოსავალი 3 მილიონს აღემატებოდა.

    2017 წლის ბოლოსთვის M2- უძრავი ქონება 350.8 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა.

    საანგარიშო წელს კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენიც განახორციელა. კერძოდ, შეიძინა ქუთაისში მიწის ნაკვეთი, ასევე მშენებარე სასტუმროს შენობა თბილისში, გერგეთის ქუჩაზე.

    2017 წლის შენაძენებს შორისაა სამშენებლო კომპანია BK Construction –ის შეძენაც, რაშიც 2.186 მლნ ლარის გადახდა მოხდა.

    ჯგუფი მომავალში ახალი პროექტების მშენებლობებს სხვა მენარდე სამშენებლო კომპანიების ნაცვლად, სწორედ BK Construction- იც განახორციელებს. იგეგმება სხვა სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობა და ამ გზით ახალი ტიპის შემოსავლის მიღება.

    ასევე მოხდა „Kass 1“ -ზე კონტროლის მოპოვება. კომპანიის 50%-იანი წილი 10.562 მლნ ლარად შეიძინა m2- უძრავი ქონებამ. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სასტუმროს განვითარება.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები