მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 30  მაისი  2018

    შესაძლებელია თუ არა „საბჭოთა კორპუსების“ რენოვაცია – როგორია საერთაშორისო პრაქტიკა

    გასული საუკუნის 50 -იან წლებში მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ე.წ. “ხრუშოვკების” მასობრივი მშენებლობა დაიწყო. მარტო თბილისში 600 ასეთი კორპუსი აშენდა. 70-იანი წლებიდან “ხრუშოვკების” ნაცვლად ცოტათი გაუმჯობესებული კორპუსების მშენებლობა დაიწყეს. თბილისის გარეუბნები და ნაწილობრივ დედაქალაქის ცენტრიც ასეთი კორპუსებით არის დაფარული.

    გარდა იმისა, რომ ამ კორპუსებს არანაირი არქიტექტურული ღირებულება არ გააჩნია და ვიზუალურადაც არასასიამოვნო სანახავია, სულ რაღაც 10-20 წელში, მათი ექსპულატაციის ვადაც გადის. კარგია, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ძველი თბილისისა და ისტორიული შენობა – ნაგებობების რესტავრაცია, რენოვაცია დაიწყო, თუმცა ფაქტია, რომ რაღაც გამოსავალი, საბჭოთა კორპუსებთან დაკავშირებითაც უნდა მოინახოს.
    რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს. როგორია ამ თვალსაზრისით საერთაშორისო პრაქტიკა. საბჭოთა კორპუსების რენოვაცია-განახლება უკვე დიდიხანია მიმდინარეობს მოსკოვში, ბალტიისპირეთში. სერიოზული სამუშაოები ჩატარდა ამ თვალსაზრისით ბაქოში, განსაკუთრებით გაამართლა “საბჭოთა კორპუსების” რენოვაციის პროექტმა გერმანიაში. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოშიც.
    “სითი კვირა” გთავაზობთ ვიზუალურ მასალას, თუ როგორ შეიძლება, რომ საბჭოთა არქიტექტურის “შედევრი” მეტნაკლებად მისაღები გახდეს და გარემო არ დაამახინჯოს.

     

    თბილისი დღეს

    მოსკოვის “ხრუშოვკები” რენოვაციის შემდეგ

    download

    გროზნო

    გერმანია

    ბაქო

     

    ტეგები


პარტნიორები