სიახლეები
-
30 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
გურჯაანში ყურძნის და სხვა ხილის კონცენტრატის საწარმო აშენდება
სახელმწიფო პროგრამა „ აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გურჯაანში ყურძნის და სხვა ხილის კონცენტრატის საწარმო აშენდება.
საწარმოს ასაშენებლად შპს „ჯიემსვით ენდ დრინქსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან" გურჯაანში, დ. აღმაშენებლის ქუჩა #95-ში მდებარე 9884.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.
საწარმოს ასამოქმედებლად 967 692 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.ტეგები