სიახლეები
-
30 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
ორხევში პროტეინების საწარმო აშენდება
საქართველოში პროტეინებისა და საკვები დანამატების პირველი საწარმო აშენდება. საწარმოს ასაშენებლად და ოპერირების დასაწყებად კომპანია 1.73 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საწარმო პროტეინებს, ვიტანიმების კომპლექს, კრეატინებს, ამინომჟავებსა და სხვადასხვა სახის საკვებ დანამატებს აწარმოებს, რომელთა წლიური მოცულობა 30 ტონას შეადგენს.
ამ ეტაპზე ამიერკავკასიაში არ არსებობს საკვები დანამატების მწარმოებელი ქარხანა. საქართველოში წარმოებული პროტეინები და საკვები დანამატები იმპორტირებულ პროდუქციას ნაწილობრივ ჩაანაცვლებს.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „კომპავა ჯორჯიას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე 4 800 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გადასცა.
„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია 357 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 870 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით ჯამში 14 000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.