სიახლეები
-
29 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
ქობულეთში 200 მილიონიანი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება
ქობულეთში 200 მილიონიანი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია კრისტალ ბილდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ლომიძემ განუცხადა.
მისი განცხადებით, კომპანია სამშენებლო ნებართვას აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან დაახლოებით 1 კვირაში მიიღებს. როგორც ლომიძე აცხადებს, უკვე ამის შემდეგ დაიწყება მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები.
როგორც ლომიძე განმარტავს, პროექტს უნგრული სამშენებლო კომპანია „ქეში“ განახორციელებს. მისი თქმით, ქართულ კომპანიებს არ აქვთ ის გამოცდილება, რომ ასეთი ღირებულების და მნიშვნელობის პროექტები განახოციელონ.
კითხვაზე, თუ რომელი კომპანია იქნება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერატორი, ამის შესახებ ლომიძე არ საუბრობს. მისი განმარტებით, ამასთან დაკავშირებით ის საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
პროექტი 220 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, რომელშიც ღია და დახურული ტიპის აუზები, გასართობი ობიექტები, სამორინე, რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი განთავსდება.
ლომიძის ინფორმაციით,კომპლექსში ამერიკული კაზინო „ლას ვეგასი“ შემოდის. იგეგმება ასევე ფრანგული კაბარე „ლიდოს“ ან „მურენ რუჟის“ შემოყვანა.
კომპანიამ აღნიშნული ფართი რამდენიმე თვეა შეიძინა. პროექტში 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მისი დასრულება 42 თვეში იგეგმება. კომპანია კრისტალ ბილდინგის დამფუძნებელბი არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. მათ შორის, აზერბაიჯანიდან და აშშ-დან.ტეგები