სიახლეები
-
28 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აშენდება
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ მაინც აშენდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს სააპელაციო სასამართლომ მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა ხელახლა დაევალა.
„მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, ეს ნიშნავს იმას, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებელმა კომპანიებმა სასამართლო დავა მოიგეს. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წლის 28 მაისს მიიღო.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვაკის პარკში წლების წინ შეჩერებული სასტუმროს მშენებლობა განახლდება და რა ვადებში?
პროექტის განმახორციელებელი კომპანიების შპს „ტიფლის კოსტავას“ და შპს „გრაალის“ ადვოკატმა თემურ ხონელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ წლების წინ თბილისის მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვა კანონიერია.
მისივე მტკიცებით, ისინი ყველა იმ სამართლებრივ ბერკეტებს მიმართავენ, რაც მშენებლობის განაახლებს და დასრულებს.„სამართლებრივი საფუძვლების გამოყენებას კომპანია რამდენად განახორციელებს ამაზე პასუხი არ მაქვს. ეს კომპანიის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ. თუმცა, ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდება, რაც კომპანია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით აღიჭურვება.კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შევიდეს კანონიერ ძალაში. გარდა ამისა, უნდა გაგრძელდეს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა. თბილისის მერიაში განცხადება 2016 წელსაა შეტანილი და მასთან მიმართებაში სამართალწარმოება მიმდინარეობს“-აცხადებს ხონელია.
რაც შეეხება თავად კომპანია „ტიფლის კოსტავას“ დირექტორ გიორგი ზაქაიძეს, როგორც ის „კომერსანტთან“ განმარტავს, სასტუმროს მშენებლობა აუცილებლად განახლდება, თუმცა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტიზან მებაღეებთან“ და პროექტის ყველა მოწინააღმდეგესთან კონსულტაციები გაიმართება.
„იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ სამართლიანობა აღადგინა, ჩვენ გვინდა ყველა მოწინააღმდეგესთან გვინდა შეხვედრა.ჩვენი სურვილია ამ ადამიანებთან და მერიასთან ერთად განვიხილოთ პროექტი და ის ისეთი გავხადოთ, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იყოს“-აცხადებს ზაქაიძე.
„ტიფლის კოსტავას“ დირექტორი არ გამორიხავს, იმას რომ სასტუმროს ამჟამინდელი პროექტი შეიცვალოს. შესაბამისად, შესაძლოა დაკორექტირდეს პროექტის ბიუჯეტიც, რომელიც თავდაპირველად 22 მილიონ დოლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ,სკანდალურად ცნობილ პროექტზე უარი 2015 წელს თბილისის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ მაღალი საზოგადოებრივიინტერესის გამო თქვა. დედაქალაქის მერიაში მაშინ „კომერსანტს“ სწორედ ეს დაუსახელეს მრავალმილიონიანი ინვესტიციის შეჩერების მიზეზად.
22 მილიონიანი სასტუმრო „ბუდაპეშტის მშენებელი კომპანიის დირექტორი გიორგი ზაქაიძე მაშინ კომერსანტთან აცხადებდა, რომ თბილისის მერიის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა კომპანიას მიწის ნაკვეთი ვარკეთილსა და ვაზისუბანში არსებულ რომელიმე სხვა ნაკვეთზე გადაეცვალა.
მაშინ „ტიფლის ბიზნეს ჯგუფში არ გამორიცხავდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიისადმი გარკვეული ინტერესი არსებობდა და მერია სწორედ ამიტომ უშლიდა ხელს კომპანიას. ვაკის პარკთან დაგეგმილ მშენებლობას საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა.ტეგები