სიახლეები
-
28 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
რუსეთი და თურქეთი ევროკავშირის მიმართულებით გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხდნენ
რუსულმა „გაზპრომმა“ 26 მაისს ხელი მოაწერა შეთანხნებას თურქეთის მთავრობასთან ევროკავშირის მიმართულების გაზსადენის მშენებლობის თაობაზე.
დოკუმენტი ითვალისწინებს „თურქული ნაკადის“ სახმელეთო მონაკვეთის მშენებლობას შავი ზღვიდან თურქეთ-ევროკავშირის საზღვრამდე.
„შეთამხმება პროექტის პრაქტიკული რეალიზაციის დაწყების საშუალებას იძლევა. მშენებელობას კი ერთობლივი რუსულ-თურქული საპროექტო კომპანია TurkAkim Gaz Tasima A. S. განახორციელებს, " - ნათქვამია „გაზპრომ“- ის პრეს-სამსახურის განცხადებაში - იუწყება Deutche Welle.
ამასთან, რუსულ-ქართული ხელშეკრულებით დარეგულირდა საარბიტრაჟო დავა რუსული ენერგოგიგანტის შვილობილ კომპანია „გაზრპომ ექსპორტსა“ და ტურქრულ Botas-ს შორის.
კამათის მიზეზი იყო რუსული გაზის თურქი მომხმარებლებისთვის მიწოდების პირობები, თუმცა დავა ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა.
კერძოდ, საუბარია 2015-2016 წელს რუსეთის მიერ თურქეთისთვის მიწოდებული გაზის ღირებულებაზე - თურქულმა მხარემ მიმართა საერთაშორისო არბიტრაჟს და მოითხოვდა ფასდაკლებას, რომელზეც რუსული მხარე არ თანხმდებობა.
საბოლოო ჯამში, „თურქული ნაკადის“ პროგრესის ფონზე, მოსკოვმა დააკმაყოფილა თურქების მოთხოვნა და 2 წლის მანძილზე იგი გაზის შესყიდვაში ზედმეტად გადახდილი თანხის კომპენსირებას გადაიხდის.თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდოღანის თქნით, საუბარია 1 მლრდ. დოლარზე, რომელსაც რუსეთი თურქეთს დაუბრუნებს.
30 აპრილს „გაზპრომმა“ შავი ზღვის ფქკერზე დაასრულა მილსადენის წყალქვეშა მონაკვეთის მშენებლობა. ამიტომ პროექტის გასაგრძელებლად აუცილებელი იყო შეთახმება შავი ზღვიდან ევროკავშირის ტერიტორიამდე გაზსადების სახმელეთო მონაკვეთის მშენებლობის შესახებ.
„თურქული ნაკადი“ გაივლის რუსეთინ თურქეთის მიმართულებით შავი ზღვით, შემდეგ გაგრძელდება თურქეთის და ევროკავშირის საზღვრამდე. პროექტის პირველი ნაწილი განკუთნვილია უშუალოდ თურქული ბაზრისთის, მეორე - სამხეთ ევროპის ქვეყნებისთვის.
ორივე განშტოების სიმძავრე წელიწადში 15,7 მლრდ. კუბური მეტრია.
საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა 2017 წლის 7 მაისს დაიწყო. „თურქული ნაკადის“ მეორე განშტოების მშენებლობის დასრულება კი 2019 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.