მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  მაისი  2018

    „ქალაქი ანაკლია - ეს არის მომავლის ქალაქი

    ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან ერთად ქალაქ ანაკლიის პროექტის განვითარება მიმდინარეობს. 
     

     

    „ქალაქი ანაკლია - ეს არის მომავლის ქალაქი, რომლის განვითარების მთავარი მიზანია ჩავებათ გლობალურ კონკურენციაში, შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად მიმზიდველი, წამყვანი ბიზნეს და საცხოვრებელი გარემო თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საუკეთესო მდებარეობით.

     


     

    ქალაქი ანაკლია, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად მოიაზრება, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 ჰექტარის ფართობზე გაშენდება. 

    ქალაქში გაშენდება და განვითარდება როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები, გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები.

     


     

    საუკუნის პროექტისთვის ჩამოყალიბდა გამორჩეული პროფესიონალების გუნდი, რომელსაც  ქეთი ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს“


     

     

    ტეგები


პარტნიორები