მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  მაისი  2018

    უახლოეს მომავალში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი ბათუმშიც აშენდება

    „კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბათუმში უახლოეს მომავალში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი აშენდება. პროექტს სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „მეტრო“ ახორციელებს.

    კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ შავაძე განმარტავს,რომ ბათუმში ღვინის მუზეუმის მშენებლობის ლოკაციად ახალი ბულვარის ტერიტორია განიხილება.

     




    „ამ ეტაპზე დასახელებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს კომპლექსური ობიექტების მშენებლობა, რომელსაც კომპანია „მეტრო“ ახორციელებს. ეს და კიდევ სხვა მრავალი ობიექტი არის შეთავაზების ეტაპზე, რომელიც სამომავლოდ განხორციელდება. პროექტის ესკიზური ვარიანტი ბათუმის მერიაში უკვე წარდგენილია და ის ჯერჯერობით განხილვის პროცესშია“-აცხადებს შავაძე.

     

    მისივე ინფორმაციით, ქვევრის ფორმის შენობას მხოლოდ მუზეუმის დანიშნულება არ ექნება, მასში ასევე განთავსებული იქნება რესტორანი და ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე - მარანი.

     

    როგორც შავაძე აცხადებს, იდეა - ქვევრის ფორმის შენობა როგორც უნიკალური ქართული ტრადიციული ჭურჭელი ასოცირდება ქართულ ტრადიციებთან-მემკვიდრეობასთან და უშუალო კავშირშია ღვინის თემატიკასთან.



    შენობის ვიზუალში ასევე შერწყმულია თანამედროვე ელემენტები დიზაინის კუთხით. ასევე უმეტესი ნაწილი იქნება შემინული ,რათა იქ მყოფთ ვიზუალური კავშირი ქონდეთ გარემოსთან (ზვის ხედი, გამწვანება).

    რაც შეეხება განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობას, შავაძე აცხადებს, რომ კონკრეტული პროექტი ჯერ მხოლოდ ესკიზის დონეზეა, შესაბამისად, ინვესტიციის ზუსტ ოდენოაბზე საუბარი ცოტა ნაადრევია.

    სააქციო საზოგადოება „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი“ საქართველოში პირველად 2010 წელს გამოჩნდა. კომპანიის პირველი საინვესტიციო ნაბიჯი, რამაც 14 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იყო თანამედროვე საერთაშორისო ავტოსადგური ბათუმში, რასაც მოჰყვა ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიცაა მაღალი დონის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „მეტრო სითი“.


    ასევე 20 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული თანამედროვე ევროპული სტანდარტების სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი ფორუმი“, საქართველოში უდიდესი 415 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია“, 101 ნომრიანი სასტუმრო „მეტრო პიტა“ (სქაი თაუერი), სკოლის შენობა, მშენებარე პროექტები - სასტუმრო „ეიფორია სქაი თაუერი“ გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ე. წ. „ფაზა 2“ - 1200 ბინიანი საცხოვრებელი ტიპის სასტუმრო აპარტამენტი.

    როგორც ცნობილია,პირველი ღვინის მუზეუმის მშენებლობა თბილისში პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩადუნელმა გასულ კვირას უკვე დაანონსა. ღვინის მუზეუმის კუს ტბაზე გახსნის ინიციატივით რამდენიმე წლის წინ ამჟამინდელი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილიც გამოდიოდა, თუმცა აღნიშნული პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

     

     

     


     

    ტეგები


პარტნიორები