სიახლეები
-
28 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
ისრაელი ღაზის სექტორთან საზღვაო ბარიერებს აშენებს
ისრაელი პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფებებს ქვეყნის ტერიტორიაზე შეღწევაში ხელს ზღვიდანაც შეუშლის. ამისთვის ისრაელი ღაზის სექტორთან, ზღვაში სპეციალურ ბარიერებს აშენებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია.
თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, ეს უნიკალური ბარიერი იქნება, რომელიც ისრაელის სანაპიროზე შეღწევას ფაქტიურად დაბლოკავს.
სამდონიანი ბარიერის მშენებლობა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება.ტეგები