მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  მაისი  2018

    კვარიათის პლაჟზე 12 სართულიანი კორპუსი შენდება

    კვარიათის სანაპიროზე მრავალსართულიან შენობას, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებით, შპს „ტმი“ აშენებს, რომელიც საქართველოში 2017 წელს საფრანგეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს.

    კომპანიის 25 % საფრანგეთის მოქალაქე რობერტ ჭანტურიას ეკუთვნის, დარჩენილი 75 % კი ასევე ფრანგული სააქციო საზოგადოება „სორეპრიმის“ საკუთრებაა.

    როგორც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, მშენებლობის შესახებ დამტკიცებული პროექტი მას მერიაში დახვდა.

    "ეს არის ფრანგული ინვესტიციაა, რომელიც მე დამხვდა შეთანხმებული, ხელმოწერილი პროექტის სახით. ასე რომ, ჩვენ ყველა ვალდებულება გვქონდა გაგევხორციელებინა ეს პროექტი. ეს არის ერთადერთი ფრანგული ინვესტიცია ჩვენს ქალაქში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პროექტი დამხვდა უკვე შესრულებისთვის გამზადებული"-აცხდებს ბათუმის მერი.

    ამასთან, კომახიძე ამბობს, რომ ეს არ არის ერთადერთი მაღალი კორპუსი კვარიათში.

    "ეს არ არის ერთადერთი მაღალი კორპუსი კვარიათში, თუმცა ახალი მშენებლობა უნდა ჯდებოდეს არსებულ ლანდშაფტში, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ შეგვეტანა კორექტირება პროექტში. პროექტს დავამატეთ ვერტიკალური გამწვანება. ვგეგმავთ მოვამზადოთ გენგეგმა განაშენიანების შესახებ, რომელშიც გაწერილი იქნება მშენებლობის ნებართვების შესახებ წესები. კვარიათში არის ადგილები და გარკვეულ ზონებში გაიცემა მშენებლობის ნებართვა",- აცხადებს ბათუმის მერი.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები