მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  მაისი  2018

    გერმანელი ინვესტორები საქართველოში მზის პანელების საწარმოს გახსნას გეგმავენ

    ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მზის პანელების საწარმოს გახსნა იგეგმება.

    თიზ-ის ხელმძღვანელის, სოსო ნიბლაძის განცხადებით, საინვესტიციო პროექტი გერმანულ კომპანიას ეკუთვნის, რომელთანაც აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

    სოსო ნიბლაძე კომპანიის სახელს და საინვესტიციო პორტფელს არ აკონკრეტებს, მიზეზად, ჯერ დაუსრულებელ მოლაპარაკებებს ასახელებს.

    შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც მზის პანელების წარმოება დაიწყება.

    შეგახსენებთ, ქუთაისის ინდუსტრიული ზონა "ჰუალინგ ჯგუფს" ეკუთვნის. 2017 წლის დასაწყისში, კომპანიამ წარმოადგინა ინვესტიციების გეგმა და პრაქტიკულად შეასრულა ის ვალდებულება, რაც უნდა შესრულებულიყო.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები