მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  მაისი  2018

    საჩხერის მუნიციპალიტეტში 6 ათასამდე ადამიანი წყალმომარაგების ახალი ქსელით ისარგებლებს

    საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხისა და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.

    სამუშაოს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 8 მილიონი ლარია. სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და სამინისტროს წარმომადგენლები.

    ,,საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, 5 სოფელში მცხოვრები 6 ათასამდე ადამიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ბევრ მუნიციპალიტეტში გვაქვს მსგავსი პრობლემა და ვცდილობთ, ეტაპობრივად ყველგან მივხედოთ წყლის და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ

    საჩხერეში მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარების და სატუმბი სადგურის მშენებლობა, ასევე - მოსახლეობის გამრიცხველიანება. ამ სოფლებს წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდათ, პროექტის დასრულების შემდეგ კი 24- საათიან წყალმომარაგება ექნებათ. ადგილზე დასაქმებულია 80 ადამიანი და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

    პროექტის დასრულება 2019 წლის ზაფხულში იგეგმება.

     

     

     


პარტნიორები