სიახლეები
-
24 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
თბილისის ცენტრში მაღალი კლასის სასტუმრო "Art Boutique Hotel" გაიხსნა
თბილისის ცენტრში, თაბუკაშვილის 33 ნომერში ახალი, მაღალი კლასის სასტუმრო „Art Boutique Hotel“ გაიხსნა, რომელიც დახვეწილი სტილით, ელეგანტური ნომრებითა და ხარისხიანი მომსახურებით გამორჩევა. თუმცა, ის, რაც ამ სასტუმროს ყველაზე მიმზიდველს ხდის, მე-7 სართულზე განთავსებული „Piano Bar“-ია, რომელიც ადგილობრივ სტუმრებსა და უცხოელ დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
„Funtime“-ს„Art Boutique Hotel“-ის დამაარსებელი ნინო მამაცაშვილი ესაუბრა:
- სასტუმრო „Art Boutique Hotel“ ოფიციალურად 22 აპრილს გაიხსნა, ხოლო მოგვიანებით, სასტუმროს მე-7 სართულზე ფუნქციონირება დაიწყო „Piano Bar“-მა. სასტუმროს გახსნას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და ტურიზმის ევონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.
- მაშინ, როდესაც მომსახურების სფეროში ამხელა კონკურენციაა, რა მიგაჩნიათ თქვენი სასტუმროს უპირატესობად?
- მომსახურების სფეროში კონკურენცია მართლაც დიდია, რადგან ადგილობრივი ბაზარი წლების განმავლობაში იქმნებოდა და ამ დროისთვის თბილისში ასობით სასტუმროა წარმოდგენილი. თუმცა, ჩვენი უპირატესობა მომსახურების ხარისხი და სასტუმროს ადგილმდებარეობაა. მოგეხსენებათ, რომ „Art Boutique Hotel“ მდებარეობს ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირიდან სულ რაღაც 2-3 წუთის სავალზე, თანაც ამავდროულად წყნარ და მშვიდ გარემოში. გარდა ამისა, ჩვენი სასტუმრო უნიკალურია იმით, რომ ის ბუტიკის ტიპისაა და აქცენტი ხელოვნებასა და არტზეა გაკეთებული.
- რას გულისხმობთ?
- ჩვენს სასტუმროში, შემოსასვლელიდან დაწყებული, „Piano Bar“-ით დამთავრებული, რაც კი კედელზე ნახატებია გამოფენილი ყველაფრის ყიდვა შეგიძლიათ. ვფიქრობ, ამით ჩვენ სტუმრებსაც ვასიამოვნებთ და ხელოვან ადამიანებსაც დავეხმარებით თავიანთი ნახატები გაყიდონ.
- რამდენი ნომერი ფუნქციონირებს თქვენს სასტუმროში?
- ამჯერად, ჩვენს სასტუმროში 30 სხვადასხვა ტიპის ნომერი ფუნქციონირებს, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთითა და ტექნიკით. ძირითადად, ნომრები დატვირთულია უცხოელი ტურისტებით, თუმცა ქართველი სტუმრებიც მრავლად გვყავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ სპეციალურად აღჭურვილ სასტუმრო ნომრებს ვთავაზობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუმრებს. ამასთან, სასტუმროსშესასვლელი და შიდა ტერიტორია სპეციალურად ეტლით მოძრაობისა და გადაადგილებისათვისაა ადაპტირებული და გამორიცხავს ნებისმიერი დისკომფორტის წარმოშობას.
- „Piano Bar“-ის შესახებ რას გვეტყვით?
- „Piano Bar“ მუშაობს 24 საათის განმავლობაში და როგორც სასტუმროს სტუმრებისთვის, ისე გარედან შემომსვლელებისთვისაც აქტიური გართობისა და სასიამოვნო დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია. აქ ყოველ საღამოს უკრავს ცოცხალი წყნარი მუსიკა - ვიოლინო, პიანო, საქსაფონი, ფლეიტა, გიტარა... პარასკევს და შაბათს კი მოწვეული მომღერლები - მაია ბარათაშვილის მომსმენა შესაძლებელი იქნება ყოველ შაბათს... ასევე იმღერებენ სხვადასხვა მომღერლები: ქეთი ფარესაშვილი, ქრისტინე მარტიაშვილი და სხვები. მინდა ავღნიშნო, რომ იდეალური ადგილია როგორც დაბადების დღის აღსანიშნავად, ასევე კორპორატიული საღამოების ჩასატარალებლად. „Piano Bar“-ის ღონისძიებებს ყველაზე აქტიური და გემოვნებიანი არტ-მენეჯერი, ნინო იაშვილი უკეთებს ორგანიზებას.
- რამდენად მრავალფეროვანი მენიუ გაქვთ?
- გვაქვს ევროპული და ტრადიციული კერძების დიდი არჩევანი, ასევე ფართოა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტიც. ქართული კერძები თავიდან მენიუში ნაკლებად გვქონდა, მაგრამ მასზე იმხელა მოთხოვნა იყო ჩვენი უცხოელი სტუმრებისგან, რომ სასწრაფოდ დავამატეთ და ახლა უკვე თითქმის ყველა ქართული კერძი გვაქვს. გარდა აღნიშნულისა, ჩვენთან მზადდება უგემრიელესი დესერტები დასხვადასხვა ტკბილეული... სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ფურშეტებისა და ბიზნეს ლანჩების ორგანიზებაც.
- არ შემიძლია არ ავღნიშნო ხედი, რომელიც თქვენი ბარიდან იშლება...
- ნამდვილად, ეს ჩვენი ბარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ულამაზესი ხედები, რომლებიც მთელ თბილისზე იშლება, პიანო ბარს სტუმრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- მთელი ჩვენი ძალა და რესურსი მიმართულია ჩვენი დაწესებულების წარმატებისკენ და მომავალში არაერთი საინტერესო პროექტისა თუ ღონისძიების გამართვას ვგეგმავთ. სიახლეები იგეგმება, როგორც სახელოვნებო მიმართულებით, ისე მომსახურების თვალსაზრისითაც. მოკლედ, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ადგილიყველასთვის საყვარელი და სასურველი გახდეს!