სიახლეები
-
21 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
ბინის შეძენის მსურველთათვის ახალი რეკომენდაცია გავრცელდა
„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის მორიგ რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც ყოველთვის დაეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. რეკომენდაციას m2b.ge -ი ავრეცელბს.
პირველი, რაც მშენებარე ბინის შეძენის მსურველმა უნდა გაარკვიოს არის ის, რომ მოითხოვოს მშენებლობის ნებართვა და შეამოწმოს დასრულების ვადა. ასევე უნდა მოითხოვოს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა და კონსტრუქციული პროექტი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით.
როგორც „მენაშენეთა ასოციაციში“ განმარატავენ, თუ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია რომ შენობის დაფუძნების ადგილას არსებობს გრუნტის წყლები, დაინტერესებული პირი უნდა დარწმუნდეს, რომ შენობის საძირკველს და მიწაში ჩაღრმავებულ ნაწილს უკეთდება შესაბამისი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები და დრენაჟი.
შემდეგი რეკომედაციები ასეთია:
გაარკვიეთ რომელი კომპანიების ბეტონს და არმატურას იყენებს მშენებელი კომპანია, მოითხოვეთ შესაბამისობის სერთიფიკატები;
გაარკვიეთ აწარმოებს თუ არა მშენებელი კომპანია ფარული სამუშაოების აქტებს და უტარდება თუ არა ობიექტს საავტორო ზედამხედველობა;
ხშირ შემთხვევაში სამშენებლო პროცესის დიდ ხანგძლივობას ასაბუთებენ ტექნოლოგიური აუცილებლობით, რომ ბეტონს ჭირდება ერთი თვე გაშრობა და თითქოს ჩქარი მშენებლობა უხარისხოდ მშენებლობას ნიშნავს. ძირითად შემთხვევებში კი ხანგძლივი მშენებლობის პროცესი გამოწვეულია ფინანსების პრობლემით ან არაკომპეტენტურობით;
თუ თქვენი ბინის თავზე მეზობლის ტერასა ან სახურავია, მოითხოვეთ დაგისაბუთონ როგორ უზრუნველყოფს სამშენებლო კომპანია ჰიდრო და თბო იზოლაციას;
დააზუსტეთ ბინის ჩაბარების კონდიცია არა მხოლოდ შიდა პერიმეტრზე, არამედ სადარბაზოში და ეზოს კეთილმოწყობის ნაწილში;
დააზუსტეთ საინჟინრო ქსელების (გაზი, დენი, წყალი, ვენტილაცია, კანალიზაცია, ინტერნეტი, დომოფონი და ა.შ.) ჩაბარების კონდიცია;
დააზუსტეთ ძირითადი სამშენებლო მასალების (მეტალოპლასტმასი, ბლოკი, ფასადი, ლითონის ნაკეთობები, სადენები, მილგაყვანილობა და ა.შ.) მომწოდებლები. გამოართვით კომპანიას ინფორმაცია სამშენებლო მასალებთან დაკავშირებით – სამშენებლო მასალების ხარისხი განაპირობებს ფასს, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავენ სახლის სიმყარეს, ენერგოეფექტურებას და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს;
დააზუსტეთ კონკრეტულად რა გადასახადები გექნებათ დამატებით, გარდა ბინის ღირებულებისა.ტეგები