მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  მაისი  2018

    კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს სახელმწიფო ბინებს აუშენებს

    90-იანი წლებიდან ბინათმშენებლობის კოოპერატივით დაზარალებულებს თბილისის მერია ბინებს აუშენებს, - გადაწყვეტილებზე კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    კალაძე ამბობს, რომ დაზარალებულია 3000-ზე მეტი ოჯახი, მათგან პირველ ეტაპზე 800 ოჯახი დაკმაყოფილდება. პრიორიტეტი სოციალური ქულების რეიტინგის გათვალისწინებით შედგება.

    კახა კალაძემ მოუწოდა დაზარალებულებს, თუ სოციალური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არ აქვთ, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს.

    "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს პრობლემა მოვუგვაროთ ამ ადამიანებს. სამწუხარო რეალობაა, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომლებზეც სახელმწიფოს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უნდა განეხორცილებინა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში პრივატიზირებული იქნა სხვადასხვა პირებზე, რითაც უგულვებელყოფილი იქნა დაზრალებული ოჯახების მოლოდინები და მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესაძლებლობა", - განაცხდა კალაძემ, აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე მოიძიეს 16 ჰა მიწის ნაკვეთები და მინიმუმ 800 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.

    "გავაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს მომავალში კიდევ წარმოგიდგენთ მიწის ნაკვეთებს", - განაცხადა კალაძემ.

    მერის თქმით, დეველოპერული კომპანიების შერჩევა კონკურენტუნარიან გარემოში მოხდება. 

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები