სიახლეები
-
16 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
YouTube - ზე საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია იწყება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან ახალ კამპანიას იწყებს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, 29 მაისიდან 29 აგვისტომდე მარკეტინგული კამპანია გაიმართება Google -ის მფლობელობაში არსებულ Youtube პლატფორმაზე.
კამპანია მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, თურქეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ადმინისტრაცია ელის, რომ კამპანიის შედეგად, საქართველოს შესახებ ინფორმაციას 21 მილიონზე მეტი ნახვა ექნება.ტეგები