მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  მაისი  2018

    ილონ მასკის Boring Company პირველი გვირაბის მშენებლობას მალე დაასრულებს

    გასული წლის დეკემბერში ილონ მასკის კომპანიამ, Boring Company-იმ გამოაქვეყნა რუკა, რომელიც ლოს-ანჯელესში გვირაბების ინოვაციური სატრანსპორტო სისტემის პირველად მარშრუტს ასახავდა. ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველი გვირაბის დასრულებამდე უკვე ცოტა დროა დარჩენილი.

    მასკის ინოვაციურ სატრანსპორტო სისტემაში, ავტომობილები გვირაბში ჩასვლის შემდეგ მოთავსდებიან სპეციალურ პლატფორმაზე, რომელიც მოძრაობას 200-250 კმ/სთ-ის სიჩქარით დაიწყებს. მეტროს სისტემისგან განსხვავებით, მისი გადაადგილება A პუნქტიდან B პუნქტში პირდაპირ, შეუჩერებლად მოხდება. შესაბამისად, ამ გზით კი, მოხდება ქალაქის საცობებისგან განთავისუფლება და ავტომობილები დანიშნულების ადგილს გაცილებით უფრო სწრაფად მიაღწევენ.

    აღნიშნულთან დაკავშირებით Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა საკუთარ Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, საზოგადოებას მალე მიეცემა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს პირველ უფასო, საცდელ ტესტირებებში, თუმცა აქამდე კომპანიამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნებართვა უნდა მიიღოს.





    ამ მომენტისთვის კომპანიამ ლოს-ანჯელესის მიწისქვეშ 4.3 კმ-იანი გვირაბი გაიყვანა. თუმცა საბოლოო მიზანს ლოს-ანჯელესში 96 კმ-იანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა წარმოადგენს, რაც აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიგრძის მიწისქვეშა ქსელი იქნება.

    მასკის გეგმას სკეპტიკოსებიც მრავლად გამოუჩნდა. სატრანსპორტო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიწისქვეშა გვირაბის შესასვლელთან აუცილებლად გაჩნდება დიდი ზომის საცობები, რაც ქალაქისთვის ახალი თავისტკივილი გახდება.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები