სიახლეები
-
15 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
რა ფასებია დღეს საქართველოს სასტუმროებში ?
ორგანიზაციის ახალი კვლევის მიხედვით, აპრილში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა3 136 ლარი შეადგინა. სამ ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, კვლავ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა (საშუალოზე 20%-ით მაღალი).
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა აპრილში 234 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ამ ტიპის სასტუმროებში თბილისში დაფიქსირდა (საშუალოზე 16%-ით მაღალი).
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 394 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 615 ლარი შეადგინა, კახეთში - 357 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 304 ლარი, ხოლო აჭარაში - 291 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა აპრილის თვეში 75 ლარი შეადგინა, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში, მარტის მსგავსად, ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში დაფიქსირდა.
საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები აპრილში, მარტთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად თბილისში გაიზარდა.
რაც შეეხება სასტუმროების ფასების ინდექსს- 2018 წლის აპრილში, მარტის თვესთან შედარებით, ინდექსი 4.2%-ით გაიზარდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად დედაქალაქში გაიზარდა (6.3%- ით), ფასები ყველაზე მეტად შემცირდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (4.1%-ით).
3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, 3.4%-ით გაიზარდა. მარტის მსგავსად, ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა თბილისში და აჭარაში, ხოლო ყველაზე მეტად შემცირდა მცხეთა-მთიანეთში.ტეგები