სიახლეები
-
15 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
ჩინური კომპანია საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას აპირებს
ჩინური კომპანია „Emeishan Gongping Environmental Technology“ საქართველოში 25 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
კომპანიის წარმომადგენლებს დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტზე. საწარმოს მშენებლობა უახლოეს პერიოდში იგეგმება.
კომპანია პირველ ეტაპზე 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას და ასევე, მეორე ფაზაზე დასავლეთ საქართველოში ანალოგიური გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს.
ორმხრივ შეხვედრას, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ინ ჩენგი, თანადამფუძნებლები - ვან გდელიანგი და ლი პო ესწრებოდნენ.ტეგები