მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ივნისი  2016

    სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ლისის ტბის ტერიტორიაზე ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა

    „საბა კონსტრაქშენმა“ დაასრულა 5,2 მილიონიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ლისის ტბის მიმდებარედ ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

    საპროექტო ფართმა თითქმის 13000 კვადრატული მეტრი შეადგინა. ამ პროექტის ფარგლებში აშენდა 3 4-სართულიანი თანამედროვე ტიპის საერთო საცხოვრებელი, ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა, სპორტული მოედანი, მოეწყო გზები, გამწვანდა 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია.

    საერთო საცხოვრებელი 324 კაცზეა გათვლილი. კომპლექსი სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

    24 ივლისს აშენებული კომპლექსი დაათვალიერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორმა ლევან თარგამაძემ.

    როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, ეს არის შესანიშნავი კომპლექსი, რომლის აღჭურვასა და მართვაში თავად სტუდენტობა უნდა ჩაერთოს, რათა კამპუსი გახდეს სტუდენტებისთვის ძალიან პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ადგილი.

    კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორმა ლევან თარგამაძემ განაცხადა, რომ კომპლექსში შექმნილია ყველა პირობა სტუდენტების კომფორტული ცხოვრებისთვის.

    ყველა სართულზე არის სამრეცხაო და სასადილო ოთახები, შენობები უზრუნველყოფილია გათბობისა და დაცვის სისტემებითა და ინტერნეტით, ადმინისტრაციულ შენობაში კი გათვალისწინებულია ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი და კაფეტერია 150 ადამიანზე. არის ტრენაჟორების სივრცე და სპორტული მოედანი. კომპანიამ წარმატებით დაასრულა მორიგი მასშტაბური პროექტი და დათქმულ ვადებში შეასრულა სამუშაოები.

     

     


პარტნიორები