სიახლეები
-
14 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
მაგისტრალური გაზსადენის ქსანი-ლეხურას 14კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქსანი-ლეხურას 14კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.
გაზსადენის დიამეტრი 700 მმ-ია და იგი ჩაანაცვლებს საგურამო-ქუთაისის გაზსადენის 500 მმ დიამეტრის ძველ მონაკვეთებს.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენ“-ი განახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 099 777 ლარია დღგ-ს გარეშე.
კომპანიის ცნობით, გაზსადენის ქსანი-ლეხურას მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რაც გულისხმობს აზერბაიჯანის საზღვრიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ახალი მაგისტრალური გაზსადენის სისტემის განვითარებას.ტეგები