სიახლეები
-
11 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში, წერეთლის გამზირზე კორპუსების შიდა ეზოებს აწესრიგებენ
დიდუბის რაიონში, კერძოდ, წერეთლის გამზირის N59-ში, N61-ში, N63-სა და N65-ში მდებარე შიდა ეზოებში საზგაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ასფალტის დაზიანებული ფენა, დაახლოებით, 3300 კვ.მ ფართობზე მოხსნა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ტროტუარები, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
სამუშაოებს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ასრულებს.ტეგები