მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  მაისი  2018

    ანაკლიის პორტი საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაციის წევრი გახდა

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“, იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR)“ ასოცირებული წევრი გახდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბაქოში TITR-ის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს.

    ასოციაციაში ანაკლიის პორტის გაწევრიანებას კენჭისყრაზე საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

    ოფიციალური ინფორმაციით, ანაკლიის პორტით „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წარმომადგენლები 2018 წლის იანვარში დაინტერესდნენ. TITR-ში გაწევრიანებასთან ერთად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ უკვე თანამშრომლობს შუა დერეფნის სტრატეგიულ პორტებთან, როგორებიც არიან კურიკი (ყაზახეთი), აქტაუ (ყაზახეთი), ხორგოსი (ყაზახეთი-ჩინეთი), ბაქოს პორტი (აზერბაიჯანი).

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას საფუძველი 24 დეკემბერს ჩაეყარა. ოფიციალური ინფორმაციით, პორტის მშენებლობა და განვითარება 9 ფაზას მოიცავს. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

    ანაკლიის პორტი დიდი მოცულობის გემებს 2020 წელს მიიღებს.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები