სიახლეები
-
10 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
გუდაურში ახალი საბაგიროების მშენებლობისთვის 75 მილიონიანი შესყიდვა გამოცხადდა
გუდაურში საბაგიროები იცვლება.
ამ მიზნით მთის კურორტების განვითარების კომპანია 75 მილიონიან შესყიდვას გეგმავს. სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვისთვის შესყიდვა გამარტივებული გზით მოხდება.
არსებული გეგმით, მოხდება გუდაურში არსებული საბაგიროებიდან ,,პირველი" საბაგიროს და ,,სოლიკოს" დემონტაჟი და მათ ნაცვლად ახალი საბაგიროების მშენებლობა, ასევე ,,კუდების" საბაგიროს რეკონსტრუქცია/დამოკლება და მის მიმდებარედ 3 ახალი საბაგიროს მშენებლობა.
აღსანიშნავია, რომ საბაგიროები ,,პირველი", ,,სოლიკო" და ,,კუდები" 1987 წელს დამონტაჟებული საბაგიროებია, რომელთა გამტარუნარიანობა დაბალია.
„2011-2017 წლების განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა გუდაურში 364%-ით გაიზარდა, გასაკვირი აღარ არის, რომ ზემოთხსენებული საბაგიროების შესასვლელებთან ასეულობით მოსრიალეს უწევს დიდი ხნით რიგში დგომა, რაც იწვევს მათ უკმაყოფილებას. გუდაურში, მაღალი გამტარუნარიანობის (,,პირველი"-2800 კ/ს, ,,სოლიკო"-2800კ/ს და ,,კუდები"-2200 კ/ს) უახლესი საბაგიროებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, პირდაპირპროციულად აისახება სამთო-სათხილამურო კურორტზე არსებული სუბიექტების (ადგილობრივი მოსახლეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, ინვესტორები), შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" და მთლიანობაში, სახელმწიფოს შემოსავლებზე”, - ნათქვამია წარდგენილ დოკუმენტაციაში.
დაგეგმილი ღონისძიებები ეტაპობრივად 2018 წელს ჩატარდება.ტეგები