სიახლეები
-
მეტეხის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
მეტეხის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც თბილისის მერიაში „სითი კვირას“ განუცხადეს, სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 მაისს იწყება და 21 მაისს დასრულდება.
„რეაბილიტაციას საჭიროებს ხიდზე წყალმოცილების სისტემა, ხიდის ჰიდროიზოლაცია, მცირე მალის თაღის ქვედა ზონა, დიდი მალის თაღის კონსტრუქციების დამცავი შრე, მარცხენა ნაპირის ზემომხრის მიწაყრილის დამცავი საფარი. ხიდზე განათების პროექტის მომზადება აუცილებელია დამკვეთთან შეთანხმებით“, – აღნიშნულია მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მოსამზადებელ პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 50 ათასი ლარია.ტეგები