მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  მაისი  2018

    აეროპორტის დასახლებაში ახალი კაპიტალური გზა მოეწყობა

    აეროპორტის დასახლებაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, შალვა ჭანკვეტაძის გამზირზე კაპიტალური გზა მოეწყობა. როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, სანდრო შანშიაშვილის ქუჩისა და შალვა ჭანკვეტაძის გამზირის კვეთიდან „საქაერონავიგაციის“ ადმინისტრაციულ შენობამდე, 7 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტობეტონის ორფენიანი საფარი იგება. გზასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარის მოწყობაც.
    აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ხაბარელთან ერთად გაეცნო.
    პროექტის საერთო ღირებულება 380 000 ლარია.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები