მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  მაისი  2018

    თბილისში, ავლაბარში არსებულ სკვერს აღდგენა-მოწყობის სამუშაოები ჩაუტარდება

    თბილისში, წურწუმიას ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებულ სკვერს აღდგენა-მოწყობის სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
    სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 19 მაისს დაიწყება და 24 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 339 368 ლარია.

    ამასთან, შესრულებული სამუშაოების, მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების ხარისხის საგარანტიო ვადად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელია (გარდა დენდროლოგიისა) განსაზღვრული.

    სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია მცენარეების დარგვიდან ერთი წლის განმავლობაში მათი 100%-იანი გახარება (საგარანტიო პერიოდში გამხმარი მცენარეების მიმწოდებელმა უნდა ჩაანაცვლოს ახლით) უზრუნველყოს. სამუშაოების მიწოდების
    ვადად კი, დოკუმენტაციაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 55 კალენდარული დღეა განსაზღვრული

     

     

     

     

     

    .

    ტეგები


პარტნიორები