მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  მაისი  2018

    ზესტაფონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოეწყო

    ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ჭანტურიას ქუჩაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო. რეაბილიტირებულ ავტოსაგზაო მარეგულირებელ წრეზე კი დეკორატიული საათი დამონტაჟდა. პროექტის ფარგლებში, ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზაგამყოფი ბილიკებიც მოეწყო. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ღირებულება 93969 ლარია.

    ჭანტურიას ქუჩაზე, ისევე, როგორც სხვა ცენტრალურ ქუჩებზე სულ ცოტა ხნის წინ, საგზაო მოძრაობის წესების დაცვის და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ზებრა გადასასვლელების დახაზვაც დასრულდა. თანამედრვე ინფრასტრუქტურის შექმნით, გალამაზდა როგორც ქალაქის იერსახე, ასევე ახალი პროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გაუმჯობესდება გადაადგილება, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვისაც.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები