სიახლეები
-
04 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
„ჯინო გრუპის“ ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისის ზღვის პირას
“ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ თბილისის ზღვაზე ეკოქალაქს ააშენებს.
პროექტის იმპლემენტაციის შემდგომი ეტაპი დაიწყო. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით “საპარტნიორო ფონდსა” და „ჯინო გრუპს“ შორის რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდა.
„ეკო გრინ სითის“ მშენებლობა თბილისის ზღვის ტერიტორიის განაშენიანებას გულისხმობს. პროექტის საინვესტიციის მოცულობა 700 მილიონი ევროა.
„ჯინო გრუპის“ ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისის ზღვის პირას, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის აშენებას მოიცავს. 2030 წლისთვის თბილისის ზღვის ტერიტორია ნამდვილ ოაზისად გადაიქცევა, სადაც ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი: საცხოვრებელი ვილები / ბინები, საბავშვო ბაღ(ებ)ი, სკოლა, სპორტული მოედნები, გასართობ-რეკრეაციული ზონები ეკოლოგიური სამშენებლო მასალებით აშენდება, ხოლო ჰაერის სისუფთავე განახლებადი ენერგიების გამოყენებით შენარჩუნდება.
კომპანია მშენებლობას საპარტნიორო ფონდთან” პარტნიორობით იწყებს. პროექტის განსახორციელებლად, საპარტნიორო ფონდსა და „ჯინო გრინ სითი კორპორაციას“ შორის პარტნიორთა შეთანხმებას ხელი 31 აგვისტოს მოეწერა.ტეგები