სიახლეები
-
04 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
m2 უძრავი ქონებამ 7 მილიონად გუდაურში სასტუმრო იყიდა
BGEO Group –ის შვილობილმა „m2 უძრავი ქონებამ” სასტუმროს „გუდაური“ შეძენაზე განაცხადა.
გარიგების ღირებულება 7.2 მლნ დოლარია (დღგ-ს ჩათვლით). ამ გზით „m2 უძრავი ქონების“ სასტუმრო ბიზნესის პორტფელს მინიმუმ 134 ნომერი შეემატება.
სასტუმრო სამთო- სათხილამურო კურორტ გუდაურში, მდებარეობს. სასტუმროს კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, დანარჩენ სამუშაოებს m2 დაასრულებს.
სასტუმროს გახსნა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.ტეგები