სიახლეები
-
04 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
მუხიანში საგზაო სამუშაოები ოთხ ქუჩაზე მიმდინარეობს
თბილისი გარეუბანში, კერძოდ ავჭალა ერთში ე.წ. მუხიანის სამხედრო დასახლებაში ოთხ მისამართზე გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გობრონიძის ჩიხში, გაბაშვილის მეხუთე გასასვლელში, ვ.ვარაზაშვილის და ლურჯქედის ქუჩებზე გზა კაპიტალურად მოწესრიგდება.
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.
მუხიანში კორპუსების მიმდებარედ საერთოს სარგებლობის რამდენიმე კიბის მშენებლობაც მიმდინარეობს. სამუშაოები მესამე მიკრორაიონის N18 კორპუსის, ასევე, მეორე მიკრორაიონის N5, N8, N11 კორპუსების ტერიტორიაზე ხორციელდება. ამავე კორპუსებთან დაახლოებით 1200 კვადრატულ მეტრზე ფეხით სავალი ბილიკები მოეწყობა. გაკეთდება N11 კორპუსთან მისასვლელი პანდუსი.ტეგები