სიახლეები
-
03 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მოსამზადებელი გრძელვადიანი სერტიფიცირებული სატრენინგო კურსი
ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მოსამზადებელი გრძელვადიანი სერტიფიცირებული სატრენინგო კურსი
17.05.2018-09.07.2018
ტრენინგის შესახებ:
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრი, გთავაზობთ ერთობლივ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერის გრძელლვადიან მოსამზადებელ ტრენინგ-კურსს, რომელიც მორგებულია როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ მოთხოვნებზე. ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მომავალი ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის.
ტრენინგის მიზანია:
კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის, საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვისთვის.
ტრენინგი განკუთვნილია:
კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის, ინჟინრებისთვის, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირებისთვის.
ტრენინგის მეთოდოლოგია:
ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა უშუალოდ კომპანიებში და ადგილზე უკვე პრაკტიკაში მოახდინონ თეორიული ცოდნის გამოყენება.
ტრენინგის მოდულები:
პირველადი სამედიცინო დახმარება;
ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მიმოხილვა;
სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა;
რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე;
ჩაკეტილ სივრცეში მუშაობა;
ელექტროუსაფრთხოება;
სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა;
ავტოკარის უსაფრთხოდ მუშაობა
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
კომპანიაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვას ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
საევაკუაციო გეგმის შედგენას; • შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემებში ILO-OSH და OHSAS გარკვევა;
ორგანიზაციაში, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემის შეფასებას, რისკების ფაქტორების (F,T,К,B, E,H) განსაზღვრასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მათი აღმოფხვრის მიზნით;
შემთხვევებთან დაკავშირებული პირდაპირი და ფარული ხარჯების იდენტიფიცირებას;
რისკების მართვა და რისკების შეფასების შედეგების გამოყენებას;
რისკების შეფასების დაგეგმვას, მომზადებასა და ჩეკლისტების შედგენას;
ელექტროუსაფრთხოებასა და მის საფრთხეებში გარკვევას;
ელექტრო იარაღების გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ტიპებში გარკვევას;
ჩაკეტილ სივრცეში მოთხოვნილი უსაფრთხოების ღონისძიებების შესწავლასა და მათი გამოყენებას პრაქტიკაში;
სტანდარტიზირებულ მოთხოვნებს სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობასთან დაკავშირებით;
მოთხოვნებს სიმაღლეზე სამუშაოდ განკუთვნილი კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და დამხმარე აღჭურვილობებისადმი;
უსაფრთხო კვანძებსა და მათ შეკვრას;
ავტოკარის უსაფრთხო მუშაობასთან დაკავშირებული მოთხოვნებს.
ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:
ტრენინგი არის ორთვიანი (48 სთ), ჩატარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი, ხუთშაბათი (18:00 - 21:00სთ).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 17.05.2018წ
ტრენინგის დასრულების თარიღი: 09.07.2018წ
მის: ქ.თბილისის ბელიაშვილის N106, მიონის ბიზნეს ცენტრი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.
ტრენერები:
დავით ჩიჯავაძე - ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ILO–ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის) სერტიფიცირებული ტრენერი.
მაია გოგაშვილი - მრავალწლიანი საექთნო, სამედიცინოს სფეროს გამოცდილების მქონე პროფესორი, ტრენერი.
ფასები და პირობები:
ტრენინგის ღირებულება:
წევრი კომპანიებისთვის - 750 ლ
არაწევრი კომპანიებითვის: 950ლ
შენიშვნა:
ტრენინგის დასრულებისას, ტესტირების გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო სატრენინგო ცენტრისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი სერტიფიკატი.
საკონტაქტო პირი:
ნინი გელაშვილი
მობ: 597186644
ელ-ფოსტა: office@employer.ge; info@employer.ge.ტეგები