სიახლეები
-
02 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
როგორია წყნეთი-ბეთანიის ახალი გზა. ვიდეო
წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოებს დღეს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი გაეცნენ.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.
2015 წელს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად ჩამოშლილი წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2017 წლის მაისში დაიწყო. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. უშუალოდ რეაბილიტაციას კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია - "კავკასუს როუდ პროჯექტი". პროექტის ღირებულება 25 მილიონი ლარია.ტეგები