მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  მაისი  2018

    ქუმსიშვილის ბრძანებით, რამდენიმე პირს უძრავი ქონება ჩამოერთმევა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, რამდენიმე პირს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჩამოერთმევა. ამის მიზეზი ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი და ახალციხე – ბათუმის 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

    სამშენებლო პროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გადის, რომლებიც დუშეთის რაიონის სოფელ ჩოლაბაურსა და ადიგენის რაიონში მდებარეობს.

    სახელმწიფომ მესაკუთრეებს განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, ქონების ნებაყოფლობით გასხვისება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, აღნიშნულ პირებს მიწას იძულებით ჩამოართმევენ. ბრძანებას საფუძვლად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება დაედო.

    „ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება .“

    „ ახალციხე – ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება“ – ნათქვამია დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებაში.

    უძრავი ქონების მესაკუთრეებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მინისტრის ბრძანების გასაჩივრებისთვის ერთთვიანი ვადა აქვთ.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები