მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  მაისი  2018

    სამშენებლო კომპანიების უმეტესობა ახალ რეგულაციას მოუმზადებელი შეხვდა

    მიმდინარე წლის 1 მაისიდან სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ კანონი ძალაში შევიდა. რეგულაცია, რომელშიც სრულადაა გაწერილი დასაქმებულისა თუ დამსაქმებლის ვალდებულებები, სწავლების აუცილებლობასაც მოითხოვს. კერძოდ, სიმაღლეზე მომუშავე ყველა თანამშრომელს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ნორმების შესაბამისი ტრეინინგი, რომლის გავლის შემდგომაც სპეციალისტმა ყოველ სამ თვეში ერთხელ ობიექტზე თანამშრომლებისთვის ინსტრუქტაჟი უნდა ჩაატაროს. აღნიშნული კანონმდებლობა ეხება სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის მშენებლობასაც. როგორც ირკვევა, სამშენებლო კომპანიების უმეტესობას კანონის ამოქმედებამდე სწავლების ვალდებულება არ გაუვლია.


    კანონით გათვალისწინებულ შრომის უსაფრთხოების შესახებ სწავლებას აქტიურად ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტი. როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და კავკასიის უნივესრიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი შოთა ნიჟარაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, კურსი 5 კვირიანია და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორისაა, სიმაღლეზე მუშაობა, პირველადი დახმარება, სახანძრო უსაფრთხოება, საკანონმდებლო ნორმები და ა.შ.


    „შრომის უსაფრხოების სპეცილისტი, რომელიც ჩვენთან გადის ტრენინგ კურსს იღებს სპეციალურ სერთიფიკატს, რომელსაც ჩვენ შრომის უსაფრთხოების ასოციაციასთან ერთად გავცემთ. რაც შეეხება მომართვიანობას, ევროპის ქვეყნებთან შედარებით ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული სწავლება. უხეშად, რომ ვთქათ 100 სამშენებლო კომპანიიდან 7-8 თუ გამოაგზავნის თავის სპეცილისტს ტრენინგზე. ბაზარზე არის სხვა სასწავლო ცენტრებიც, მაგრამ ზოგადი ციფრები მაინც მკვეთრად დაბალია. მიმდინარე წელს ოდნავ იმატა მომართვიანობამ, რაც ალბათ კანონის შემოღებამ განაპირობა. ახლა, მისი ამოქმედების შემდეგ ციფრები ალბათ უფრო გაიზრდება “,- განმარტავს ნიჟარაძე.



    „კომერსანტი“ დაინტერესდა კონკრეტულად რომელმა და რამდენმა სამშენებლო კოპანიამ მიმართა კავკასიის უნივერსიტეტს კურსის გასავლელად კანონის ამოქმედებამდე და მის შემდეგ. სია ასე გამოიყურება:

     

    სამშენებლო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები ამჟამად გადიან ტრეინინგს (ჯამში 9 კომპანია):

    ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი
    იუნიქს დეველოპმენტი
    ბარკოდ კონსტრაქშენ
    BK CONSTRUCTION
    ჰაუსლაინი
    თი ენდ გრუპ
    ეპიკ კონსტრაქშენ
    აი სი ი
    თი ენდ გრუპ


    სამშენებლო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლებმა 2018 წლის 1 მაისამდე გაიარეს ტრეინინგი (ჯამში 12 კომპანია):

    BG Group, M2
    შპს Construction service
    თბილცემენტი
    არქიტექსი
    შპს ბალავარი
    შპს „ტრიჯიტი“
    შპს „დათუნი“
    შპს ბილდინგ ბეთერს სითი
    შპს გროს ენერგი ჯგუფი
    შპს გროს ენერგი ჯგუფი
    შპს ოცნების სახლი
    შპს რენესანს კონსტრაქშენი.


    როგორც „მენაშენთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, არაოფიციალური სტატისტიკით თბილისის მასშტაბით დაახლოებით 200-მდე სამშენებლო კომპანიაა.



    რაც შეეხება იმ სამშენებლო კომპანიების პოზიციას, რომელთაც ტრეინინგ კურსი ჯერ არ გაუვლიათ, მათი პოზიცია ასეთია:



    „ვიცით, რომ სწავლების გავლა არის სავალდებულო. ამ დრომდე არ გაგვილია ტრენინგ კურსი, მაგრამ აუცილებლად ვგეგმავთ რომ გავაგზავნოთ რამდენიმე თანამშრომელი სასწავლო ცენტრში, - აცხადებს GDG + -ს დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე.



    „ჯერ არ გაგვიგზავნია თანამშრომლები სასწავლებლად, მაგრამ ვიცი რომ რამდენიმე სასწავლო ცენტრია და სავარაუდოდ რომელიმესთან უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ხელშეკრულებას. რაც შეეხება თავად ტრეინინგ კურსს, ნამდვილად საჭიროა, რადგან შესაძლოა მუშამ მოიხმაროს ქამარი, მაგრამ შესაბამისი ინსტრუქტაჟის არცოდნის გამო, არასწორად მოიხმაროს ეს ქამარი. ვგეგმავთ, რომ დაახლოებით ერთ თვეში გავაგზავნოთ სასწავლო ცენტრში რამდენიმე თანამშრომელი“, - განმარტავს სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები