სიახლეები
-
24 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
სოფელ მარტყოფში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება
გარდაბანში, სოფელ მარტყოფში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. საწარმოს შექმნის და წარმოების დაწყების მიზნით 321 728 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. საწარმო ყოველწლიურად არანაკლებ 1000 ტონა ბიტუმოვან ნარევს გამოუშვებს. საწარმოში პირველ ეტაპზე 10 ადამიანი დასაქმდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ჯორჯიან ინდასთრის“ ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოს გახსნის მიზნით სახელმწიფოს საკუთრებაში გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარე 10 054 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.