სიახლეები
-
02 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
სან-პაულუში ხანძრის შედეგად მრავალსართულიანი შენობა დაინგრა
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში მრავალსართულიან შენობაში ხანძრის გაჩენისა და შენობის ჩამონგრევის შემდეგ 45 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული.
„ჩამონგრეულ შენობაში მცხოვრები პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, მეხანძრეები 45 უგზო-უკვლოდ დაკარგულს ეძებენ. ამ ადამიანების ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები“, - იუწყება ტელეარხი „გლობო“.
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ცეცხლმოკიდებული მრავალსართულიანი შენობა გუშინ ჩამოინგრა. ფორმალურად შენობა პოლიციას ეკუთვნოდა, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ის მიტოვებული იყო და მასში თვითნებურად შესახლებული პირები ცხოვრობდნენ.ტეგები