მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  მაისი  2018

    თბილისის არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტი ინერგება

    თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურში, არსებული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, 10 მაისიდან მომსახურების ახალი სტანდარტი დაინერგება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არქიტექტურის სამსახურში არსებული სისტემური პრობლემების დასაძლევად კონკრეტული ინსტრუმენტები შეიქმნა.

    მისივე განმარტებით, არსებული გამოწვევების წინაშე, ძირითადად, ბიზნეს სექტორი და არქიტექტურის სფეროში მომუშავე ადამიანები დგანან.
    კახა კალაძემ იმ კონკრეტულ ხარვეზებზე ისაუბრა, რომლებიც არქიტექტურის სამსახურის მუშაობას სისტემურად აფერხებდა.

    „ეს იყო მომსახურების ვადების სისტემატური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები, ერთი და იმავე საკითხის რამდენჯერმე დახარვეზება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარებულია, ნაწილი მოგვარების პროცესშია. ახალი სტანდარტის დანერგვით დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში. ჩვენ თვალს არასოდეს დავხუჭავთ იმ პრობლემებზე, რომელიც საქალაქო სამსახურებში არსებობს და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ ყველა ეს სერვისი გაუმჯობესდეს და ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს, მოგვარდეს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
    კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ღონისძიება დედაქალაქის მთავრობის იმ სტრუქტურული რეფორმის ნაწილია, რომლის მიზანი მუნიციპალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა.

     

     

     

     

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები