მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  მაისი  2018

    ზედაზენთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 3 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

    ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის "მუნიციპალური განვითარების ფონდი" კონტრაქტორ კომპანიას ეძებს.

    ფონდმა 2.94 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა. თანხა მოხმარდება 6305 მ გზის რეაბილიტაციას, რომელიც იწყება სოფელ საგურამოში და სრულდება ზედაზენის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

    პროექტით გათვალისწინებულია 3 ტიპის საფარის მოწყობა: ბეტონის საფარის მოწყობა სოფელ საგურამო ფარგლებში; ღორღის საფარის მოწყობა; გრანიტის ქვაფენილის მოწყობა.

    ქვაფენილით გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობა, ავტოსადგომიდან მონასტრის მიმართულებით, ასევე მონასრტის გარშემოვლითი გზის მოწყობა.

    ასევე მოხდება ახალი წყალგამტარი მილების, რკინაბეტონის საყრდენი კედლის და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით გზის მარჯვენა მხარეს ლითონის დამცავი ბადის მოწყობა.

    ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 30 მაისს სრულდება. 

     

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები