მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  მაისი  2018

    ADB ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს

    აზიის განვითარების ბანკი (ADB) რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას დააფინანსებს.

    ხევი-უბისას მონაკვეთის დაფინანსების საკითხი ბანკის მიერ უკვე დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი ასევე ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების მშენებლობას, ქვეშეთი-კობის (EBRD-თან ერთად) და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობას აფინანსებს.

    ბოლო 10 წლის განმავლობაში, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. 

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები