სიახლეები
-
30 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
რუსთავში 54 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისი აშენდება
რუსთავში, მე -11 მიკრორაიონში 54 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისი აშენდება. მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, რუსთავის მერიამ კი გამარჯვებულ კომპანიასთან შპს "სამებასთან" 824 439-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
რუსთავის მერიამ დღესვე გააფორმა ხელშეკრულება შპს "ჰერიოსთან", რომელიც შემდეგი კვირიდან მშვიდობის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას დაიწყებს. გზის რეაბილიტაციაზე რუსთავის ბიუჯეტიდან 1 221 776 ლარი დაიხარჯება.ტეგები