სიახლეები
-
30 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში, სამშენებლო კომპანია სვეტის მიერ დაზარალებულთა აქცია გაიმართა
თბილისში, ჭყონდიდელის 22 ნომერში სამშენებლო კომპანია სვეტის მიერ დაზარალებულთა აქცია გაიმართა. საქმე ეხება 2015 წელს დაწყებულ მშენებლობას, რომელიც მობინადრეებს 2017 წლის აპრილს უნდა ჩაბარებოდათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მშენებლობა გაჩერებულია .აქციის მონაწილეების თქმით მენაშენეების უმრავლესობა ემიგრანტია, რომლებსაც თანხა სრულად ან ნახევრად აქვთ დაფარული, მათივე თქმით მშენებლობა მერიის გადაწყვეტილებით შეჩერდა, რადგან კომპანია სვეტი ვერ აკმაყოფილებდა ახალ რეგულაციებს .მენაშენეები მოითხოვენ ოფიციალურ პასუხს კომპანიისგან.
ტეგები